ბათუმში ჟურნალისტებმა ცესკოსთან დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა აქციაზე გამოუცხადეს

„მიეცეს მედიას უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება”, ჟურნალისტებმა დღეს ბათუმში აქცია გამართეს.

„ბათუმში დღეს შეიკრიბნენ რეგიონული მედიის წარმომადგენლები. ეს გახლავთ სოლიდარობის აქცია ჩვენი კოლეგების მიმართ, რომლებიც გუშინ აქციაზე დაშავდნენ. იცით, რომ ათამდე ჟურნალისტი, მათ შორის ოპერატორებიც დაშავდნენ, დაუზიანდათ ტექნიკა. ესაა მთავარი მესიჯი. მოგვეცეს უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება, მიმართულია როგორც შს სამინისტროს მისამართით, ასევე ყველას მიმართ, რადგან როცა ჟურნალისტები მიდიან მოვლენების გასაშუქებლად, უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, იმის გარანტია, რომ არ დაუზიანდებათ თვალი, ტექნიკა და ა. შ. სამწუხაროდ, ეს ფაქტები ახალი არ არის. ეს ვნახეთ ამ აქციაზეც და ვუერთდებით ჟურნალისტები, რეგიონში, იმ აქციას, რომელიც დღეს თბილისშიც გაიმართა”, – განაცხადა „ბათუმელების” რედაქტორმა, ნანა კვაჭაძემ.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button