შსს: ნებისმიერ სამართალდარღვევაზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება

“აქციის დროს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება.” – თქვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

“შსს წარმოადგენს მართლწესრიგზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა აქციაზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. მთელი დღის განმავლობაში აქცია არ გასცდენია კანონით დასაშვებ ფარგლებს. დღის ბოლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სცადეს ძალადობროვად მოერღვიათ ჯებირი და შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე, რაც კადრებშიც კარგად ჩანს. აღნიშნულის საშუალება არ მისცა პოლიციამ. მიუხედავად არაერთი მითითებისა, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და არ დაემორჩილდნნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად და გამოიყენა პროპორციული ძალა.

შსს, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს, აქციის წევრებს და მონაწილე პირებს, დაიცვან მართლწესრიგი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქციის დროს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე, პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება.” – თქვეს ბრიფინგზე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button