რვა საათამდე ივანიშვილს აქვს დრო, არ მოიფიქრებს და ამის შემდეგ ჩვენ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ რუსთაველზე ოპოზიციის მასშტაბურ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას 20:00 საათამდე აძლევს დროს, გადააყენოს თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან, რომ ამ შემთხვევაში მზადაა ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე შეხვდეს.

“საღამოს რვა საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია, ქალბატონი გამყალბებელი და თქვენი სახელით, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

ივანიშვილო, საქართველო არის ეს, საქართველო არ ხარ შენ. შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა და თუ არ წავა, გაგიშვებთ. უკან დასახევი გზები ჩახერგილია. ყველაფერი ფარსი, ფლიდობა და თვალთმაქცობა იქნება, თუ ჩვენ თავზე ლაფის დასხმას, ღირსების აყრას, დამცირებას ჩვენი შვილების, ჩვენი დედების, ჩვენი მშობლების, რაც მან აკადრა 31 ოქტომბერს, შევუშინდებით და არ წავალთ ბრძოლაში წინ.

რვა საათამდე ბატონ ივანიშვილს აქვს დრო. მოიფიქრებს, მოიფიქრებს, არ მოიფიქრებს, ამის შემდეგ ჩვენ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას და აუცილებლად, მტკიცედ და მშვიდად, ამ ქვეყნის სიყვარულით და მეტი არაფრით ვიმოქმედებთ ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,” – განაცხადა მელიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button