,,ვერავინ შევა და გამოვა”- აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ მიემართებიან

ოპოზიციის მიერ მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით ცესკოს შენობასთან გადაინაცვლებენ.

“ჩვენ ახლა, ყველამ ერთად, ვინც კი ვართ, ძალიან ბევრნი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და წავიდეთ და კომენდანტის საათი და დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. იქ ვიდგებით ყველანი. როგორც არასოდეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ყოფილა ისეთი მასშტაბური მსვლელობა აი ახლა რომ დაიწყება. შორია, ახლოს არ არის, მაგრამ ახლოს არის გამარჯვება,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button