ლიონში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმის ფაქტზე, 40 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს 40 წლის მოქალაქე საფრანგეთში მღვდელს დაესხა თავს.

,,როიტერის” ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სასულიერო პირი ეკლესიას კეტავდა. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, დაჭრილი მღვდელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა საფრანგეთის ქალაქ ლიონში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაკავებული გ.პ. დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ მღვდელს ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლა.

„ლე პარიზიენის” ცნობით, აღნიშნულ ვერსიას ადასტურებს თავდამსხმელის 35 წლის მეუღლეც, რომელმაც დაკითხვაზე განაცხადა, რომ მართლაც ჰქონდა ინტიმური ურთიერთობები მღვდელთან, თუმცა არ იცოდა, რომ მისი მეუღლე ამის გამო შურისძიებასა და მღვდელზე თავდასხმას გეგმავდა.

თავად გ. პ.-ს თქმით, მას სასულიერო პირის მოკვლა განზრახული არ ჰქონია. თავდასხმის შემდეგ კი იარაღი მდინარეში გადააგდო.

მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ კიდევ ერთი იარაღი ამოიღო. აღნიშნულ ინციდენტამდე ქართველი ემიგრანტი დაკავებული იყო მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვისა და იარაღის უკანონო შენახვისათვის.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button