კობახიძე, ლევან თარხნიშვილის განცხადებაზე – ამ პოლიტიკური ძალის ბუნებაა, რომ არად დაგიდევენ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას, თუ ვინმე წესებს დაარღვევს, რეაგირება იქნება

ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირბადის ტარებას არ აპირებს და არ ემორჩილება გადაადგილებაზე შეზღუდვას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა, პარტნიორებმა გააკეთეს განცხადება, მოწოდება კოვიდის რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ზუსტად კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ესენი არიან აბსოლუტურად ანტიდასავლური პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც არად დაგიდევენ, მათ შორის მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს და გვერდზე რომ გადავდოთ, თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, ისინი არად დაგიდევენ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს არის ამ პოლიტიკური ძალის ბუნება. თუ ვინმე დაარღვევს იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, ბუნებრივია, რეაგირება იქნება კანონის შესაბამისი“,- განაცხადა კობახიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button