თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება

თბილისის პარალელურად ოპოზიციის მხარდამჭერები ბათუმშიც იკრიბებიან.  ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. ისინი თეატრის შენობასთან არიან შეკრებილი.

“კიდევ ერთხელ ვეუბნებით უარს ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ ვეუბნებით უარს არჩევნების გაყალბებას და ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ხმები,” – განაცხადა პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  გიორგი კირთაძის თქმით, მმართველმა გუნდმა მძლავრი საპროტესტო მუხტი დედაქალაქის გარდა ბათუმიდანაც უნდა იგრძნოს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button