გიგი უგულავა – ხელისუფლება გავეშებულია და ყველაფერზე მიდის, რატომ გვიკვირს წყლის ჭავლის გამოყენება

მისი თქმით, ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერია.

„ხელისუფლება გავეშებულია და ყველაფერზე მიდის. რატომ გვიკვირს წყლის ჭავლის გამოყენება, როდესაც გუშინ ორი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა, ძმაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა დააბრალეს. არაფერი უნდა გვიკვირდეს. ესენი ყველა ბრუტალობას გამოიყენებენ. ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული, ის ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება. ამდენი ადამიანი შვიდი საათი აქციაზე იდგა, ახლა ჩვენ მივალთ ცესკო-სთან და გავერკვევით სიტუაციაში. რა ჰგონიათ, გამოკიდებულები არიან სკამზე და მთელი ცხოვრება იქ იქნებიან? ხალხი ცოცხლად შეჭამს ამათ უკვე, ისეთი გამწარებულია ხალხი. ესენი რომ დარჩნენ მშვიდობა არ იქნება, რადგან ყველა ზღვარს გადავიდნენ“, – განაცხადა უგულავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button