გამკაცრებული უსაფრთხოების ნორმები პარლამენტის შესასვლელთან -რუსთაველზე ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეკრება დაიწყეს

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და ხელახალი არჩევნებია. მანამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ოპოზიციის ლიდერები უნდობლობას უცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციას და შესაბამისად ითხოვენ ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას განახლებული შემადგენლობით.
ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციის მმართველი გუნდი ნათლად დაინახავს, როგორ ეწინააღმდეგება არჩევნების შედეგები ხალხის ნებას.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიებიდან, გიგი წერეთელი, თაკო ჩარკვიანი, ზაალ უდუმაშვილი, გიგლა ბარამიძე და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ გაყალბება არცერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გაბედოს.

აქტივისტებმა პარლამენტის წინ მოაწყეს ე.წ თამარ ჟვანიას სახელობის გაყალბების ეროვნული მუზეუმი, სადაც გამოკრულია ოქმები და თამარ ჟვანიას ფოტოები.

პარლამენტთან უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან რკინის ჯებირები დადგეს.

სამართალდამცველები არიან მობილიზებულები პარლამენტის ეზოში და შენობის გარე პერიმეტრზეც.
გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 15 საათზეა დაგეგმილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button