ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც  newsplus.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, გიორგი ხელაშვილის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი.

ხელაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

მისივე განცხადებით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა სხვა საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებზეც.

„ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომ​ისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button