გვატემალაში შტორმ “ეტას” შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა – დატბორილია სახლები და შენობები

გვატემალაში შტორმ “ეტას” შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა. დატბორილია სახლები და შენობები, ჩახერგილია საავტომობილო გზები. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

შტორმმა “ეტამ” ნიკარაგუასა და ჰონდურასსაც გადაუარა, სადაც სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი და ასობით სახლი გაანადგურა. “ეტა” ამერიკის კონტინენტზე 2020 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია და სიძლიერით მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button