“ნაციონალური მოძრაობის” ფეიკ დღის წესრიგი ჩაიშალა – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით ბათუმის ოლქის მე-19 უბნის ხმების ხელახლა გადათვლის დროს გამოჩნდა, რომ მმართველმა გუნდმა ამ ოლქში ხმების იმაზე მეტი რაოდენობა მიიღო, ვიდრე ეს შემაჯამებელ ოქმში იყო მითითებული. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამით ჩაიშალა ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა:

“ნაციონალური მოძრაობის ფეიკ დღის წესრიგი ჩაიშალა,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამ უბანთან დაკავშირებით საუბრობდა გაყალბებაზე და შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება, თუმცა მათი გეგმები არ გამართლდა.

აჭარის მთავრობის მეთაური ოპოზიციის მიერ ბათუმში 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა, თქვა რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა აუცილებელია ეპიდვითარება გაითვალისწინონ და პატივი სცენ სხვის ჯანმრთელობას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button