გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 3 პატიმარს ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს – პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში, პატიმრებმა –  ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გ.რ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად)  2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button