განხილვის პროცესშია შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის შეზღუდვები და ბევრი სხვა – ამირან გამყრელიძე

” კურიერის” ეთერში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მომავალ წერტილოვან შეზღუდვებზე საუბრობს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შეზღუდვები რეალობასთან შესაბამისობაში იქნება.

ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდის მართვის პოლიტიკა მსოფლიოში გაზაფხულის შემდეგ უკვე შეცვლილია.

“შეზღუდვების გაძლიერება ერთმნიშვნელოვნად იქნება, დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე იხილებოდა, სხვადასხვა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობები.

დარწმუნებული ვარ, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება, როგორც გაზაფხულზე, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.

სრული ლოკდაუნი, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა სერიოზულ შეზღუდვებს გულისხმობს, რაც ამ ეტაპზე არ განიხილება. კოვიდინფექციის მართვის პოლიტიკა, ზოგადად, შეიცვალა მსოფლიოში და ახლა არის ბალანსირებული მართვა.

წერტილოვან შეზღუდვებს, მაგრამ საკმაოდ დროულ და მკაცრ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს ეს ბალანსირებული მართვა. ეს დანის პირზე სიარულს ჰგავს და ამას აკეთებს საქართველოც.

შეზღუდვები რაც დაწესდა რესტორნებზე, პირბადეებზე, დისტანციურ სწავლებაზე და ა.შ ამას უნდა დაემატოს მობილობის დაცემები. მაგ: შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის შეზღუდვები და ბევრი სხვა ახლაა განხილვის პროცესში. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, ვიცი რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, დღევანდელ რეალობასთან იქნება ახლოს,”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button