ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გასროლის ხმა იყო – სამართალდამცავებმა ტყვიის 3 მასრა იპოვეს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რამდენჯერმე გაისროლეს. ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 5 გასროლა გაიგეს, შემდეგ კი გვირაბის ტერიტორიაზე ტყვიის 3 მასრა იპოვეს.

ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სროლის მიზანი მათი დაშინება იყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button