მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 436 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია 436 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“ 47 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მილიონ ორასი ათასს აჭარბებს მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსული ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში დადასტურებული ინფექციების თითქმის ნახევარი ევროპაშია – 214 184. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა მეორე ადგილზეა (127 706), მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (55 673). ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია ცხრა მილიონზე მეტი შემთხვევით. მეორეზე – ინდოეთი, სადაც ჯამში რვა მილიონ სამასი ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მესამე ადგილზე კი ბრაზილიაა, სადაც კორონავირუსული ინფექცია 5.5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მსოფლიოში უკვე ცხრა ქვეყანაა, სადაც კორონავირუსული ინფექციის მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button