ისნის მეხუთე საარჩევნო ოლქთან დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

ისნის ნომერ მეხუთე საარჩევნო ოლქთან დაპირისპირებისას პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორიაზე დავით ჭიჭინაძე გამოჩნდა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლა მოითხოვა.

ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.

ისნის საარჩევნო ოლქთან აქციაზე იმყოფება მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი გიგა მაქარაშვილი. აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button