ვურჩევთ მთავრობას, არ აამოქმედოს შეზღუდვები, რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის აქციის ორგანიზებაში ხელშეშლად – “გირჩი”

პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

გირჩის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსთან ბრძოლა ხელისუფლებამ პოლიტიკურ იარაღად აქცია და მოუწოდებს მას, არ აამოქმედოს დაანონსებული შეზღუდვები და არ შეუშალოს ხელი 8 ნოემბერს დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას.

“გაზაფხულიდან ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა.
თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა, მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება.
შეზღუდვები ანადგურებს ეკაონომიკას, ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს იმ პირობებში, რომ ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ინფექციის გავრცელებაზე ვერ ახდენს და ეპიდემიას უფრო საშიშადაც აქცევს.

ასეთი მიდგომა არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას გამიჯნოს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვის საშუალება და რა არის პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი.
მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად.

პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და დაუჭირონ მხარი იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას და ქვეყნის საზღვრების გახსნას.
მთავრობის მიერ შეზღუდვების არ მოხსნის და დაანონსებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, მოგიწოდებთ ყველას 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის “ანტივირუსული” ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმესს სიტუაციამდე მიგვიყვანა.
გირჩის განცხადება,”- ნათქვამია განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button