ამირან გამყრელიძე – დაუშვებელია, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში თანხის გადახდა მოსთხოვოს

როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, დაუშვებელია, რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს უფასოდ და დაუშვებელია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ მოქალაქეს გადაახდევინონ თანხა მომსახურებაში.

„როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, დაუშვებელია, რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს დაუშვებელია. მაქვს გარკვეული ინფორმაცია მასმედიისგან და სოციალური ქსელებიდან, რომ მთელი რიგი და ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება სთხოვს ჩვენს მოქალაქეებს თანხას ფორმის გახსნაში, ექიმის კონსულტაციაში. ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით ან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამებით. დაუშვებელია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ჩვენს მოქალაქეს გადაახდევინო თანხა მომსახურებაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ, ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ არ იქნას ეს პრეცედენტები დაშვებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button