ავსტრიის დედაქალაქში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავსტრიის დედაქალაქში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

როგორც ავსტრიული მედია წერს, შესაბამისი განცხადება დაჯგუფებამ ტელეგრამ-არხის საშუალებით გაავრცელა.

განცახდებაშია ღნიშნულია, რომ ვენაში თავდასხმა „ხალიფატის ჯარისკაცმა“ განახორციელა.

თავის მხრივ, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის „ისლამურ სახელწმიფოსთან“ კავშირს ამოწმებენ.

თავდასხმა ვენის ცენტრში 2 ნოემბრის დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. გარდაიცვალა ოთხი, ხოლო დაშავდა 22 ადამიანი. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 14 ადამიანი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button