ავსტრიის შს სამინისტრო ქალაქ ვენაში მომხდარი თავდასხმების შესახებ პირველ განცხადებას აკეთებს

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალაქ ვენაში მომხდარი თავდასხმების შესახებ პირველი განცხადება გაკეთდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, თავდასხმის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.

ასევე, ქვეყნის შს მინისტრის ინფორმაციით, ერთ თავდამსხმელს პოლიცია კვლავ ეძებს.

ამასთან, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ხვალ, ვენაში მოსწავლეებისთვის სკოლაში წასვლა სავალდებულო არ იქნება.

ვენაში თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა. თავდაპირველად, სროლა იყო ქალაქის ცენტრში განთავსებულ სინაგოგასთან. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებოდნენ. უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, სულ მცირე სამი დაღუპულის და ათამდე დაშავებულის შესახებ. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button