ანა დოლიძე – მოვითხოვ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას

დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისივე თქმით, თამარ ჟვანიამ საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

“მე დღეს მოვედი იმისთვის, რომ მოვითხოვო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიასი და კიდევ ვინც გამოვლინდება ამ პროცესში, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააყალბა დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები. გაყალბების ფაქტები ეხება საარჩევნო უბნების 80%-ს, ამის ფაქტები მე აქაც მაქვს წარმოდგენილი და როდესაც ცესკოში გავასაჩივრებ ამ შედეგებს, ყველა ოქმი იქნება წარმოდგენილი.

გაყალბების მიზანი, რა თქმა უნდა, მთავარი არის ბატონი ვოლსკის გამარჯვება აუცილებლად და მეორე პოტენციურად შექმნილი ახალი ძალის დისკრედიტაცია” – აცხადებს ანა დოლიძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button