ჩვენ არ ვაპირებთ, არალეგიტუმური პარლამენტის ლეგიტიმაციას -,,ლელო”პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

“ლელო” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ამის შესახებ  ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძე განაცხადა.

მისივე თქმით, მიღებული შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. ამიტომ, ისინიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბრძოლას აქციებით აპირებენ.

“ჩვენ გუშინვე ვთქვით, რომ ჩატარებული არჩევნები არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად, დღეს იმსჯელა “ლელოს” პოლიტსაბჭომ და არ აპირებს შევიდეს პარლამენტში.

ამდენად ჩვენ არ ვაპირებთ, არალეგიტუმური პარლამენტის ლეგიტიმაციას. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგები მართლაც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი იზიარებს ამ გადაწყვეტილებას და მათთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დასრულდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება. ჩვენი მიზანია დაინიშნოს არჩევნები,  რომელიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშანს,”-განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე “ლელო საქართველოსთვის” ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button