“პირველი რასაც ვითხოვთ, არის რიგგარეშე არჩევნები, ან იქნება ეს, ან – ეს ჯამახერია მაინც ჩამოიქცევა” – გიგი უგულავა

,,ევროპული საქართველოს” ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებს არ მიიღებენ. გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვეს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველო” ბოიკოტს აცხადებს, რადგან პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

“პირველი რასაც ვითხოვთ, არის რიგგარეშე არჩევნები, ან იქნება ეს, ან – ეს ჯამახერია მაინც ჩამოიქცევა,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

ბრიფინგზე ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არ ენდობიან ცესკოს მონაცემებს და დააანონსეს საპროტესტო აქციებით ბრძოლა.

“ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი და მისი გარემოცვა, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ჩვენი ქვეყნისთვის საშიში ტენდენცია, სრული მონოპოლიზაცია ძალაუფლების. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის კატასტროფა,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button