კორონავირუსით წყალტუბოში 42 წლის ქალი გარდაიცვალა

წყალტუბოში კორონავირუსით გარდაცვლილი 42 წლის ქალი, ბაღების გაერთიანების სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. პაციენტი მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ,,კოვიდ-19″-ს 8 ადამიანი ემსხვერპლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button