ბაქრაძე: დღეს დასაწყისია და ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებამდე გაგრძელდება

“დღეს ყველანი აქ თანაგუნდელები და თანამებრძოლები ვართ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიიდან ვართ, ან რომელ პარტიას მივეცით ხმა. დღეს აქ ყველა მოგვიყვანა არა პარტიამ, არამედ საქართველომ, ამიტომ ჩვენ ვართ თანამებრძოლები საქართველოსთვის ბრძოლაში.

16 წელია პოლიტიკაში ვარ და ყველა მიცნობთ, არასდროს ვყოფილვარ და არ ვარ რადიკალური პოლიტიკის მომხრე, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყეტილება სად ვდგავართ და რას ვემსახურებით, ვდგავართ საკუთარი კომფორტის მხარეს, შეგუების და კომფორმიზმის მხარეს, თუ შევდივართ ბრძოლაში, ვდგავართ ღირსების და ჩვენი შვილების მომავლის მხარეს. ამიტომ, გადაწყვეტილება ცალსახაა, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, ვდგევართ ჩვენი ღირსების, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი შვილების მხარეს, ესაა ჩვენი გადაწყვეტილება.

დიახ, დღეს დასაწყისია და ეს ბრძოლა ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვებამდე გაგრძელდება ეს ბრძოლა. ეს ბრძოლა გაგრძელდება, სანამ ხალხის ხმა არ იქნება შესმენილი. ეს ბრძოლა გაგრძელდება, სანამ საქართველოს არ მართავს ქართველი ხალხი და არა ერთი ოლიგარქი, ამიტომ დღეს ვიწყებთ ამ ბრძოლას მშვიდობიანად, ღირსეულად, როგორც ქართველებს გვეკადრება და ასევე ღირსეულად დავასრულებთ ამ ბრძოლას ყველა ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით.

ასე ენერგიულად, ღირსეულად საქართველოს დასაცავად, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად იმისთვის, რომ შეგვეძლოს ჩვენ შვილებს შევხედოთ თვალებში და ვუთხრათ, დიახ, როცა თქვენი ბედი წყდებოდა, ჩვენი ქვეყნის ბედი წყდებოდა, ჩვენ იქ ვიდექით და ყველაფერ ვაკეთებდით, რომ გეცხოვრათ ღირსეულ საქართველოში. რადგან, თუ ადამიანი ამას ვერ ეტყვის საკუთარ შვილს, არაფრად ღირს მაშინ ეს ცხოვრება…

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button