ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

,,არჩევნები 2020″ დასრულდა. ხმის მიცემის პროცედურის შეწყვეტის შემდეგ, ოთხმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

„იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა „ფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯისმა“ (Public Opinion Strategies) ჩაატარა. აღნიშნული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

„მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ „იფსოსს“ (IPSOS) დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემების თანახმად: პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.

„ფორმულას“ დაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმა „ედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა. ეგზითპოლის 16:00 საათის მონაცემების თანახმად, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.

„რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლი ბრიტანულ „სურვეიშენს“ (Survation) დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 15:00 საათის მონაცემებით, პროპორციული წესით პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button