ნინო ბურჯანაძე: ,,ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები

“ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები, ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“აუცილებლად მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი ხმა. ყველა ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები. აუცილებლად გამოიყენებს იმ ბიულეტენებს, რომელიც თქვენ მიერ არ იქნება გამოყენებული, ამიტომ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ “ქართული ოცნების” კოორდინატორები, სუსის და პოლიციის ცალკეული წარმომადგენლები, უბნებზე ძალიან დიდი აგრესიულობით გამოირჩევიან. საბურთალოს #87 უბანზე, ჩვენი, თბილისის შტაბის ხელმძღვანელს ოთარ თავართქილაძეს, რომელიც “ერთიანი საქართველოს” სიის მეოთხე ნომერია, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჰქონდათ ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაც,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button