ბევრი ადამიანი გატრიალდა სახლში – ანა დოლიძე დარღვევებზე საუბრობს

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე არჩევნებზე მიმდინარე დარღვევებზე საუბრობს.

“ხელისუფლება ერევა ამომრჩევლის ნების განხორციელებაში. ხუდადოვზე მეხუთე საჯარო სკოლის ჭიშკართან დგანან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ახლა აქვთ დავალებული საარჩევნო სიების კონტროლი. ხუდადოვზე ასევე ამომრჩეველს ეუბნებოდნენ “კაწროს” სახელს და გამოჩნდა კიდეც ეს პატივცემული “კაწრო”, მის სახელს ალბათ ახსენებდნენ იმიტომ, რომ ამომრჩეველი ფსიქოლოგიურად დაემუშავებინათ.

ჩვენ დიდუბე-ჩუღურეთში სიებში აღმოვაჩინეთ ადამიანები, რომლებიც 20 წელზე მეტია ემიგრაციაში არიან. დილას იყო განუკითხაობა რამდენიმე უბანზე, შეგიძლიათ ნახოთ რამხელა რიგები იყო, ძალიან ბევრი ადამიანი გატრიალდა სახლში. ცესკომ ძალიან კარგად იცოდა ამდენ ადამიანს რამხელა ოთახი სჭირდებოდა. ​ეს არის ხელოვნურად შექმნილი მართვადი ქაოსი, რათა გაატრიალონ ხალხი, რომლებიც მიზანდასახულად მივიდნენ არჩევნებზე ხელისუფლების გადასარჩევად,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button