თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, იზმირის, აიდინის, მანისასა და ბალიკესირის პროვინციებში საერთო ჯამში 804 ადამიანი დაშავდა.

თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 389 ბიძგი მოჰყვა, 33 მათგანი კი 4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ მცირე 100 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. იზმირში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 20-მდე შენობაში მიმდინარეობდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button