შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყობს მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება – ნინო ცაციაშვილი

ნინო ცაციაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

„როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო.

ცაციაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე ეცნობათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე საზოგადოების ინფორმირებას დღის განმავლობაში პროაქტიურად მოახდენს“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button