მთავარიკომენტარი,,ქართულმა ოცნებამ"კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი, მას უგებს ყველა ოპოზიციური პარტია - ნინო...

,,ქართულმა ოცნებამ”კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი, მას უგებს ყველა ოპოზიციური პარტია – ნინო ბურჯანაძე

,,ჩვენ ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთის ხმებს დავიცავთ. აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ, ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

,,სრულიად ნათელია ის, რომ ოცნებამ ისევ შეირცხვინა თავი, სრულიად ნათელია ის, რომ ,,ქართულ ოცნებას” უგებს ყველა ოპოზიციური პარტია….. მინდა გთხოვოთ რომ ყველა მობრძანდეთ არჩევნებზე, იმის მიუხედავად რომ ჩვენსწარმომადგენლებს აძევებენ საარჩევნო უბნებიდან, ჩვენ მაინც დავიცავთ თითოეული თქვენგანის ხმას.

არცერთი ის ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს, რომელსაც უნდა ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდეს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანის სათავეში იყვნენ პროფესიონალი ადამიანები და არა ერთი კაცის ჯიბეს მიჩერებული ადამიანები.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის ძალა და გამოცდილება, რომ რასაც დაგპირდით შევასრულოთ. ამისათვის თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, ამისათვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ხმა,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

პოპულარული სიახლეები