პაციენტს აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, დიდი ხანია, რაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსით 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. ის  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  15 წლის მოზარდი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები და სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა გოგონას გადარჩენა.

,,პაციენტი დიდი ხანია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები. ერთი კვირის წინ მოხდა აღნიშნულ პაციენტთან გულის გაჩერების ფაქტი, თუმცა შეძლეს ექიმებმა გოგონას გადარჩენა. სამწუხაროდ დღეს დაფიქსირდა მისი გარდაცვალება,”- განაცხადა ტიკარაძემ.

თავად ექიმები დეტალურად არ საუბრობენ არასრულწლოვანის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად ამ დროისათვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მას თანმხლები დაავადებები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button