რამდენიმე საარჩევნო უბანთან ფიქსირდება მცირე ინციდენტები, რომელთაც ძირითადად წინ უსწრებს პარტიული ტელევიზიების მისვლა – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება გარკვეული ინცინდენტები, რასაც მისი თქმით, წინ უსწრებს ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების გამოჩენა.

„დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. უკვე 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენ პარტიას და კანდიდატებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button