მთავარიკომენტარიმოვუწოდებ შსს-ს, ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, თქვენი არავის ეშინია - გიორგი...

მოვუწოდებ შსს-ს, ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, თქვენი არავის ეშინია – გიორგი ვაშაძე დარღვევებზე საუბრობს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შსს-ს წარმომადგენლები მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენენ. ასევე, ვაშაძის თქმით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის სიაში გარდაცვლილებიც არიან.

“მინდა გამოვეხმაურო ისნის რაიონში პოლიციისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან აგრესიულ ქმედებას ჩვენს მოხალისეებზე. ჩვენი მოხალისეები კანონის სრული დაცვით არიგებენ პირბადეებს და მოუწოდებენ საზოგადოებას წავიდნენ არჩევნებზე. ეს არის სრულად შესაბამისი კანონის და მოვუწოდებ შსს-ს ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, რადგან თქვენი არავის არ ეშინია.

მოვუწოდებ, პოლიციელებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, მგონი მათაც მობეზრდათ პოლიტიკური დავალებების შესრულება. ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, სადაც წერია, თუ როგორი ტიპის აგიტაცია არის აკრძალული. სწორედ აკრძალულ აგიტაციას ეწევიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე სიაში არიან გარდაცვლილები, ისინი ადრე არ იყვნენ სიაში და ახლა მოხვდნენ. ბატონი ზვიად გელოვანი, რომელიც გარდაცვლილია და ნოდარ გელოვანი, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. მოვუწოდებ ყველას მიაქციონ მსგავს ფაქტებს ყურადღება. ასევე ვიცით, რომ აჭარაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიგებენ ფულს და ძალიან საწყენია, რომ “ქართული ოცნება” პირდაპირ მოსყიდვის წესს მიმართავს.
ძალიან გთხოვთ თითოეულ ბიულეტენს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ამ ზეწოლამ თქვენზე არ უნდა იმოქმედოს,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოპულარული სიახლეები