ირაკლი ღარიბაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ვინაიდან ვიცით ომის მძიმე ფასი

“გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება მომდევნო 4 წელი ჩვენი ქვეყნის და შვილებისთვის. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვინაიდან ვიცით ომების მძიმე ფასი, გვესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი ქვეყანა სულ სხვა ეტაპზეა გადასული, იმაზე ძლიერია ვიდრე 4 ან 8 წლის წინ.”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button