გლდანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ მეექვსე პირი დააკავა

გლდანში საარჩევნო უბნებთან რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ ჯერ 5, ცოტა ხნის წინ კი მეექვსე პირი დააკავა, ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

“როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან საარჩევნო უბნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის, პირველადი ინფორმაციით, ფაქტზე შსს-ს წარმომადგენლებმა დავაკავეთ ხუთი პიროვნება. ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის“ – განაცხადა სირაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button