“ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს 7 რეგიონში აკვირდებიან

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს 7 რეგიონში აკვირდებიან. 11 საათისთვის დაფიქსირებულია 5 საჩივარი და 10-ზე მეტი შენიშვნა.

მათი ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაზარლოს N40 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედების ნიშნებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, მთავარ გამოწვევად კი, კენჭისყრის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას მიიჩნევენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button