,,გამარჯვების შემდეგ, ჩვენ დავიცავთ ყველა ღირსეული პოლიციელის ინტერესებს”- ხატია დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მმართველ პარტიას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს.

მისი მტკიცებით, პოლიციელები, რომლებმაც საკუთარი ხმის მიცემის უფლება მოითხოვეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად სხვა რეგიონებში გაგზავნეს.

“არავის არ აქვს უფლება ჩამოართვას ხმა ნებისმიერ ადამიანს და დიახ, პოლიციელს, რომელიც გათვალისწინებულია და გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. არავის აქვს უფლება პოლიციელი ატაროს ბიძინა ივანიშვილის და მათი მსახურების ხმების მოსაგროვებლად და გადააქციოს უბნის კოორდინატორებად. ჩვენ დავიცავთ გამარჯვების შემდეგ ყველა ღირსეული პოლიციელის ინტერესებს,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button