“ჩემი ბრალია, ავტომატურად ვიმღერე… უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, არ შეიძლება ასე კაცო“- ბუბა კიკაბიძის პირველი კომენტარი “თბილისოს“ რუსულად შესრულების შესახებ

“უკვე ერთი 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო.” – ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომერი, ბუბა კიკაბიძე.

“ჯერ ერთი, ტექნიკური შეცდომა მოხდა იმაში, რომ მე ამას ვმღერი, როგორც თბილისში ვიმღერე, უკრაინაში. გადასარევი რუსულენოვანი პროგრამა მაქვს და უკრაინაში რომ მივდივარ, იქ ვმღერი რუსულ ენაზე. ჩემი ბრალია, რომ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად.

კაცი როცა სიმღერას უსმენს, ტექსტს უნდა დაუგდოს ყური, მე რა ვიმღერე? რასცვეტაი პად სოლნცემ გრუზია მაია […] ამაზეა სიმღერა, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს.” – ამბობს კიკაბიძე მთავარის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველმა ნომერმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა “თბილისოს” ნაწილი რუსულად შეასრულა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button