პოლიცია ამ დრომდე ვერ პოულობს პირს რომელმაც კახეთში ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და კიდევ ერთი მეზობელი კი დაჭრა

პოლიცია ამ დრომდე ვერ პოულობს პირს, რომელმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოლი და ერთი მეზობელი მოკლა, ხოლო ცოლისძმა და მეორე მეზობელი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირების დროს ქმარმა ცოლი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მოკლა. ამის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ხმაურზე, ეზოში შემოსული ერთი მეზობელი მოკლა, ორი კი დაჭრა.

დამნაშავე ტრაგედიის ადგილიდან მიმალვას საკუთარი ავტომობილით შეეცადა, მისი ადგილსამყოფელი პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია.

“ჯერ ცოლი მოკლა, მერე მეზობელს ესროლა, ყური აქვს გახვრეტილი, მერე სხვას ესროლა, ყბა აქვს გაგლეჯილი,”- უთხრა “კურიერს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ერთ-ერთ დაჭრილ პირს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

“შემოსულია შუახნის მამაკაცი, ცეცხლნასროლი ჭრილობით სახისა და მარჯვენა მხრის არეში. ამჟამად ოპერაცია უტარდება, დაზიანებულია ზედა და ქვედა ყბის ძვლები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,”-უთხრა “კურიერს” გურჯაანის “ჯეოსსპიტალსის” მთავარმა ექიმმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელი გარემოებებში გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button