ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – დაშავებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, ქალაქ იზმირში 20 შენობა ჩამონგრა, ნანგრევებიდან კი 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით დაღუპულია რამდენიმე ადამიანი.

ეპიცენტრი იზმირის სანაპიროსთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები თურქეთსა და საბერძნეთში იგრძნობოდა.

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button