საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 20 პაციენტი

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ  1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ინფექცია ამ დრომდე 16904-მა ადამიანმა დაამარცხა.

აღნიშნული ვირუსით გასულ 24 საათში 20 პაციენტი გარდაიცვალა. სულ საერთო ჯამში კორონავირუსს 273 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 255, აჭარაში – 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი – მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვირუსის გავრცელების კუთხით, ქვეყანა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 20 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1 და კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 273 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button