„ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ბაზას კვლავ აღადგენს – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ,,ვიზეარი” გაზაფხულზე ბაზას კვლავ აღადგენს. ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანიამ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება კოვიდპანდემიის გამო მიიღო.

„ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის პერსპექტივებს, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად. ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას, მაგალითად, „ვიზეარს“, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი, 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოეთ მისი ფრენები.

„ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში მოუწია საავიაციო კომპანიებს და „ვიზეარს“ თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა, მაგრამ ახლა ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება“, – განაცხადა თურნავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button