,,გულწრფელად ვურჩევ, რომ თავში არ გაივლონ, უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე, ამ შეურაცხყოფას არ მივაყენებინებთ” – თაკო ჩარკვიანი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანის თქმით, მთავრობას საკუთარი მოსახლეობა არ აპატიებს, რაც ხდება. რადგან 2012 წელს ადამიანები ელოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი სამშობლოსთვის სახელმწიფოებრივად გამოიყენებდა ქველმოქმედებას, თუმცა ჩარკვიანის თქმით, ქვეყანაში შიმშილია და  ეკონომიკური განვითარება შეწყვეტილი.

„უკანონობისა და შურისძიების მოწინააღმდეგე ვარ. ამიტომ, ჩემი რჩევა არის, გულწრფელი რჩევა იმ ადამიანისა, რომელიც 2012 წელს ელოდებოდა, რომ რაღაც იმედები გამართლდებოდა. ერთ-ერთი რიგითი ადამიანი ვიყავი, რომელიც ელოდებოდა, როგორც მთელი საქართველო და ეგონა, რა სახელიც ჰქონდა მას, ქველმოქმედის, ის გაიმეტებდა თავის სამშობლოსთვის სახელმწიფოებრივად ქველმოქმედებას. ახლა გულწრფელად ვურჩევ, რომ, აი, თავში არ გაივლონ, უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე, ამ შეურაცხყოფას არ მივაყენებინებთ, არავინ არ დაგვიჭირდება, არავინ ახალგაზრდებს არ გამოიყვანს გარეთ თვალების დასათხრელად.

ხალხი ამას არ აპატიებს, შიმშილია, განვითარება შეწყვიტა ქვეყანამ, ეკონომიკური განვითარება, მაჩანჩალად გვიცნობენ, ხალხი შიმშილობს, პენსიონერები სულს ღაფავენ. მე რად მინდა გამოკვლევა, მთელი ზაფხული არ ჩამიმუხლავს, თუ იმ 19 დღეს არ ჩავთვლით, როცა კოვიდი მქონდა, ხალხის დიდი რაოდენობა მივა არჩევნებზე; მერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, დავდივარ მთელი ზაფხული ჩაუმუხლავად“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button