რუსთავში 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, ის კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, საიდანაც გუშინ გაწერეს

რუსთავში, 21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თბილისის ერთ-ერთი კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა, მოულოდნელად გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობართან იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად ეზოში გონება დაკარგა და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button