ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს

ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს დაპირისპირება უძღოდა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენები უკვე დააკავეს და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button