კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 5 ათას მიაღწიოს – ეპიდემიოლოგები ვირუსის პიკს ნოემბერში პროგნოზირებენ

კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებში ანუ ერთ თვეში დადგება. ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის მსხვერპლი 6 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა. ინფიცირებულებს COVID-19-ის გარდა, თანმდევი დაავადებები ჰქონდათ და აჭარის სხვადასხვა კოვიდცენტრებში მკურნალობდნენ. ერთი პაციენტი გარდაიცვალა იმერეთში. 65 წლის ინფიცირებული “თერჯოლამედში” მკურნალობდა.

გარდაცვალების რიცხვის ზრდის პარალელურად, მზარდია ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი. ინფექცია ბოლო 24 საათში 1595 ადამიანს დაუფიქსირდა. COVID-19 დაუდასტურდა ქუთაისის საკრებულოს წევრსაც, ინფიცირებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვა, რომ ვირუსის პრევენციისთვის საუკეთესო პირობაა ქვეყნის პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა. გიორგი გახარია აქცენტს საზოგადოების მეტ პასუხისმგებლობაზე აკეთებს.

რეკომენდაციების დაცვისკენ მოქალაქეებს მოუწოდებს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიც. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სულ მცირე წელიწადნახევარი საზოგადოებას კოვიდთან ერთად ცხოვრება მოუწევს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button