თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ვიტყვით – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობის წევრები საზოგადოებას ეპიდსიტუაციის შესახებ სრულყოფილად აწვდიან ინფორმაციას. მისივე თქმით, არ არსებობს პანიკის საფუძველი, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

“პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწმუნეთ, არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა გზა არაა, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით, ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ქონია. სიმართლე არის ის რასაც საბჭოს წევრები ჰყვებიან ამ ტრიბუნიდან და რაც არ უნდა მწარე იყოს ამის თქმას არ მოვერიდებით,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button