ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, ჰქონდა ჭარბი წონა – COVID-19-ით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

დაგვიანებული რეაგირება თუ კორონავირუსის მძიმე ფორმები – კოვიდ-19-თან ბრძოლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი დაიღუპა. 30 წლამდე ქალი ნინოწმინდაში ცხოვრობდა და კორონავირუსით იქ დაინფიცირდა. მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა და თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადმოყვანის დროს უკვე კრიტიკულად ფასდებოდა. ის მალევე გარდაიცვალა.

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემდეგ 30 წლის ქალს ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა კოვიდდადებითი პასუხი ლაბორატორიიდან მიღებულია მას შემდეგ, რაც პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ ლეტალური შემთხვევის შესახებ განმარტებებს ოფიციალურად არ აკეთებენ, თუმცა ადმინისტრაციასთან გასაუბრება “კურიერმა” მაინც შეძლო:

“ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, ჰქონდა ჭარბი წონა, გადმოყვანილია ნინოწმინდიდან 18 რიცხვში პნევმონიით და ცხელებით. ნინოწმინდაში კლინიკაში მკურნალობდა, 19-ში დამძიმდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,” – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინი კილაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button